|
2023-03-14 10:55:28, 788 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტრო - ერთიანი ჯანმრთელობის ჩარჩოს ფარგლებში, CDC-თან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) დელეგაციას შეხვდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში CDC-ის მხარდაჭერით განხორციელებული/მიმდინარე პროექტების მნიშვნელობას და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს. გიორგი ხანიშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს წლების განმავლობაში საქართველოს მხარდაჭერისთვის სოფლის მეურნეობის, მათ შორის ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის, ზოონოზური დაავადებების კონტროლის/პრევენციისა და ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით. ,,ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორების მხარდაჭერა იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში აღებული ვალდებულებების იმპლემენტაცია, რაც შესაბამის ტექნიკურ ბაზებს, ფინანსურ და ადამიანურ რესურსს, ასევე ცოდნას საჭიროებს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო CDC-ის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის მნიშვნელობა ისეთი მიმართულებებით, რაც ვერ იფარება სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში. საქართველო მსოფლიოს ნაწილია, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა გავლენას ახდენს სხვა ქვეყნებზეც. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია განვახორციელოთ ისეთი პროექტები, რაც ქვეყანაში ცხოველთა დაავადებების ზედამხედველობა/კონტროლს და ზოონოზური დაავადებების აღმოფხვრას უზრუნველყოფს. ჩვენ მზად ვართ, სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმუმი გაკეთდეს იმისთვის, რათა CDC-ის მხარდაჭერილი პროექტები მომავალშიც წარმატებით განხორციელდეს“, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა. შეხვედრაზე განიხილეს ერთიანი ჯანმრთელობის ჩარჩოს ფარგლებში, CDC-ის მიერ დაფინანსებული ერთობლივი პროექტების (ფრინველის გრიპის პროექტი (მიმდინარე), სურსათის მოწამვლების მოკვლევის პროექტი, ლაბორატორიული შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერის პროექტი, ცოფის პროექტი, ყირიმ-კონგოს პროექტი და სხვა განხორციელებული პროექტები) მიმდინარეობა და შედეგები. CDC-ის წარმომადგენლების მხრიდან დადებითად შეფასდა სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტები და მიღწეული შედეგები. აღინიშნა, რომ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მხრიდან, ერთიანი ჯანმრთელობის ჩარჩოს ფარგლებში, სხვა უწყებებთან ერთად, თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყების და CDC-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის (EECA) ოფისის წარმომადგენლები.
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)