12:21 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-13 18:05:14, 808 ნახვა

პოლიტიკა
გონჩარენკო ღარიბაშვილზე - პრემიერ-მინისტრი კრემლის მსახურად გადაიქცა

თქვენი პრემიერ-მინისტრი კრემლის მსახურად გადაიქცა, ისევე, როგორც სრულიად მმართველი პარტია, - ასე გამოეხმაურა რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, მეორე ფრონტთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები სუფთა რუსული პროპაგანდის გატარებაა, რომელიც უდიდესი ღალატია ქართველის ხალხის წარსულის, აწმყოსი და მით უმეტეს მომავლის.

"თქვენი პრემიერ-მინისტრი კრემლის მსახურად გადაიქცა, ისევე, როგორც სრულიად მმართველი პარტია. ეს უდიდესი ღალატია ქართველი ხალხის, მისი წარსულის, აწმყოსა და მით უმეტეს, მომავლის. ღარიბაშვილის სიტყვები მეორე ფრონტზე სუფთა პროპაგანდა და ტყუილია. გასაკვირია, რომ მას არ აქვს კითხვები რუსეთთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული და აქვს კითხვები უკრაინასთან, რომელიც ყოველთვის გვერდით ედგა ქართველ ხალხს, მათ შორის 2008 წელს და რომელიც დღესაც საერთო მტერს ებრძვის", - განაცხადა გონჩარენკომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქვრივიშვილი ჩინეთთან საქართველოს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობებს ადიდებს
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სავაჭრო ჯიხურები დაიწვა
ირანმა კვლავ შეუტია ქუვეითსა და საუდის არაბეთს
უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროგრესი დაბლოკა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics