11:53 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-09 12:22:54, 1763 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - მძიმე ღამე იყო, მტერმა 81 რაკეტა ისროლა, არის მსხვერპლი

გამთენიისას რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში მასობრივი საკარეტო შეტევა განახორციელეს. ყველა რეგიონში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით 81 რაკეტა გაისროლეს, არის მსხვერპლიც.

"მძიმე ღამე. მასობრივი სარაკეტო შეტევა ქვეყნის მასშტაბით. კიევი, კიროვოგრაფი, დნიპროპეტროვსკი, ოდესა, ხარკოვი, ზაპორეჟიე, ლვოვი, ივანო-ფრანკივი, ჟიტიმორის რეგიონი, ვინიცა. თავდასხმები კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, საცხოვრებელ სახლებზე. 

სამწუხაროდ არიან დაშავებულები და არის მსხვერპლი. 

მტერმა ისროლა 81 რაკეტა, ცდილობდენ კვლავ დააშინოს უკრაინელები, დაუბრუნდნენ თავის პათეტიკურ ტაქტიკას. დამპყრობლებს მხოლოდ მშვიდობიანი ხალხის ტერორიზაცია შეუძლიათ. ეს ყველაფერი მათ შეუძლიათ. მაგრამ ეს მათ არ დაეხმარება. პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ყველაფერზე, მათთვის ასე არ ჩაივლის",- წერს ზელენსკი. 

ცნობისთვის, თავდასხმა მოხდა კიევის, კიროვოგრადის, დნიპროს, ოდესის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ლვოვის, ივანო-ფრანკოვსკის, ჟიტომირის, ვინიცის ოლქებზე. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან მერაბ ტურავა გაათავისუფლეს
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics