00:24 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-07 17:42:51, 1019 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონში შშმ პირებისთვის ელექტრო პანდუსები მოეწყო

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა გრძელდება, რისთვისაც იმ სადარბაზოს ადაპტირება მიმდინარეობს, სადაც ისინი ცხოვრობენ. 

გლდანის რაიონის გამგეობის ცნობით, ელექტრო ამწე პლატფორმა მეშვიდე მიკრორაიონის N26 კორპუსისის II სადარბაზოში მოეწყო. ასევე, მერვე მიკრორაიონის N1 კორპუსის III სადარბაზოში დამონტაჟდა. 

"დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი, თბილისის მერის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელ მდივანთან გიგა სოფრომაძესთან ერთად გაეცნო.

გლდანის რაიონში მიმდინარე წელს სადარბაზოს ადაპტირება ჯამში, 6 მისამართზე განხორციელდება", - ნათქვამია გლდანის გამგეობის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics