19:58 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-06 18:54:03, 1308 ნახვა

პოლიტიკა
მელია - ვერაგი დიქტატორები დამარცხებულან და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმიც დამარცხდება

ახლა ყველანი ჩვენი ისტორიული არჩევანის დასაცავად უნდა გავერთიანდეთ, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, კომუნიზმი დამარცხებულია, ძალიან მძიმე, ვერაგი დიქტატორები დამარცხებულან და ქართველი ხალხის კონსოლიდაციის პირობებში, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმიც დამარცხდება. 

"ახლა ყველანი ჩვენი ისტორიული არჩევანის დასაცავად უნდა გავერთიანდეთ და აი ამის შემდეგ, როდესაც ჩვენ უზრუნველვყოფთ ისტორიული არჩევანის გარანტირებულად წესრიგში მოყვანას, სუვერენიტეტს საფრთხე რომ არ დაემუქრება, მერე ყველა სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები, გავაკეთებთ სხვადასხვა ტიპის არჩევანს მომავალში. მაგრამ ახლა არჩევანი დგას სხვაგვარად.

შენ თუ ისტორიულ მომავალს ვერ იცავ, ასარჩევი მომავალში აღარ დაგრჩება. ამიტომ, იქნება ეს პოლიტიკოსი, აქტიური საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენელი, პასიური მოქალაქე თუ სხვა, დღეს ყველა უნდა გადაიქცეს აქტიურ მოქალაქედ. კომუნიზმი დამარცხებულია, ძალიან მძიმე, ვერაგი დიქტატორები დამარცხებულან და ქართველი ხალხის კონსოლიდაციის პირობებში, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმიც დამარცხდება. 

ეს რწმენა დღითიდღე უნდა გაძლიერდეს. აქ საკითხი ეხება ჩვენს მომავალს. ერთადერთი არჩევანი გულისხმობს ბრძოლას, რომელიც გამარჯვებით დასრულდება," - განაცხადა მელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics