19:59 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-06 18:05:27, 1302 ნახვა

პოლიტიკა
TWP - თუ სააკაშვილი ციხეში დაიღუპება, პუტინისთვის იქნება ტრიუმფი, რადგან საქართველოს 3,7 მილიონიან მოსახლეობას ავტორიტარულ რეჟიმში აცხოვრებს

თუ სააკაშვილი ციხეში დაიღუპება, ეს იქნება საქართველოსთვის სასიკვდილო ზარი, რომელიც დააშორებს ევროპას, ხოლო პუტინისთვის ეს იქნება ტრიუმფი, რომელიც საქართველოს 3,7 მილიონიან მოსახლეობას ავტორიტარულ მმართველობაში აცხოვრებს, - ამის შესახებ The Washington Post-ის სტატიაში ვკითხულობთ.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ჯო ბაიდენს მიმართა, როგორც მეგობარს, ახლა კი დროა, ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოითხოვოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, რათა მას მიეცეს საშუალება საზღვარგარეთ სამედიცინო დახმარების მიღების.

"ახლა მიხეილ სააკაშვილი ციხეშია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, ხოლო ამის გამო ქვეყანა თავისმხრივ ევროინტეგრაციის მიზნებს შორდება. 15 თებერვალს ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია 577-33, რომელიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რათა მან შეძლოს საჭირო მკურნალობის მიღება", - ნათქვამია სტატიაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics