22:00 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-03 17:03:49, 783 ნახვა

პოლიტიკა
ლექსმანი - ირაკლი კობახიძეს აბსურდულობის განსაკუთრებული ნიჭი აქვს

ე.წ. უცხოური აგენტების კანონი დემოკრატიულ ღირებულებებზე თავდასხმაა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა,  მირიამ ლექსმანმა განაცხადა.

ლექსმანი სოციალურ ქსელში, თბილისში განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სახელისუფლებო პირების ქცევა სამარცხვინოა.

"სამარცხვინოა, რომ სახელისუფლებო პირები, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს, ასე იქცევიან. ეს ქმედებები ისევე, როგორც ე.წ. უცხოური აგენტების კანონი, არის თავდასხმა დემოკრატიულ ღირებულებებზე", - წერს Twitter-ზე მირიამ ლექსმანი.

ევროპარლამენტი აკრიტიკებს მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარესაც და აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძეს "აბსურდულობის განსაკუთრებული ნიჭი აქვს".

"ირაკლი კობახიძეს აბსურდულობის განსაკუთრებული ნიჭი აქვს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს ნიჭი შეიძლება დაეხმაროს ოლიგარქს, იყოს ბედნიერი, დამღუპველია საქართველოსთვის", - ამბობს ლექსმანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics