01:35 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-02 15:08:00, 590 ნახვა

საზოგადოება
13 მარტიდან შემოსავლების სამსახურის ისანი-სამგორის სერვისცენტრი გადამხდელებს აღარ მოემსახურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განაგრძობს დისტანციური სერვისების გამოყენების ხელშეწყობას. 13 მარტიდან ისანი-სამგორის  სერვისცენტრი გადამხდელებს აღარ მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 

უწყების ცნობით, აღნიშნული ცვლილება შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების განვითარების 2019-2020 წლების, ასევე 2021-2024 წლის სტრატეგიისა და 2023 წლის  სამოქმედო გეგმის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. 

"სწორედ, ელექტრონული მომსახურების ფართო მისაწვდომობის შედეგია, რომ ელექტრონული სერვისების მოხმარების მაჩვენებელი 86%-ით არის გაზრდილი. 

შეგახსენებთ, რომ ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან რეგისტრაციის შემთხვევაში, პირი გათავისუფლებულია გარკვეული საფასურის გადასახადისგან, ხოლო რიგ მომსახურებაზე მომხმარებელი განახევრებულ საფასურს იხდის. 

იხილეთ: https://matsne.gov.ge/ka/document/view/5247724?publication=0

გაცნობებთ, რომ შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაციის მიზნით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ, საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს - 2 299 299 (ორშაბათიდან- პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან -18:00 საათამდე), ასევე ისარგებლოთ - RS ჩათის მეშვეობით, ან დისტანციურ რეჟიმში, ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge უკვე არსებული 452 ელექტრონული სერვისით.

ამასთან, გადასახადის გადამხდელებს მომსახურების მისაღებად შეუძლიათ ესტუმრონ თბილისში არსებულ გლდანი-ნაძალადევის  (სარაჯიშვილის ქუჩა №1) სერვისცენტრს. 

აღნიშნული ცვლილების შესახებ, 6 მარტიდან, გადასახადის გადამხდელთა ინფორმირება განხორციელდება, როგორც  ავტორიზებული  გვერდის საშუალებით ინფორმაციის მიწოდებით, ასევე სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ტელეფონებზე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით. 
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ციფრული მომსახურების ინოვაციური ინიციატივების განხორციელებას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს",- ნათქვამია განცხადებაში. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics