|
2023-03-02 09:37:13, 1332 ნახვა
მსოფლიო
BBC - საბერძნეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა
საბერძნეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. როგორც საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა ინციდენტის გამომწვევი მიზეზი ადამიანური ფაქტორი გახდა. ამასთან მიცოტაკისმა, ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა და სახელმწიფო დროშების დაშვების განკარგულება გასცა. გამოცემის ცნობითვე, დაკავებულია სადგურის ხელმძღვანელი, რომელიც ბრალეულობას უარყოფს და მომხდარს ტექნიკურ გაუმართაობას აბრალებს. შეგახსენებთ, რომ გუშინ საბერძნეთის ქალაქ ლარისასთან, ერთამენთ სატვირთო და სამგზავრო მატარებლები შეეჯახნენ. სამგზავრო მატარებლის პირველ ორ ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა. საერთო ჯამში, სამგზავრო მატარებელს 350-მდე ადამიანი ათენიდან თესალონიკში გადაჰყავდა. დატრიალებული ტრაგედიის ფონზე, თანამდებობიდან გადადგა ტრანსპორტის მინისტრი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)