|
2023-02-28 15:08:33, 729 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ მხარდაჭერით, ახალგაზრდული ტანსაცმლის ბრენდი რექლესი პარიზის მოდის კვირეულზე წარსდგება
ყოველდღიური ურბანული სტილის ტანსაცმლის ქართული ბრენდი "რექლესი" 2020 წელს შეიქმნა. ბრენდის მთავარი მიზანი - ჩაეცვა თავისუფლების მოყვარე მოზარდების ჩაცმა, ახალი თაობის სათქმელი ტანსაცმელში გამოხატვა, მათი ტკივილების, შიშებისა და სიხარულის შესახებ მოთხრობა იყო. ბრენდი ჩაშვებისთანავე ფოკურისებული იყო უცხოურ აუდიტორიაზე, თუმცა პანდემიის პერიოდში, მოდის კვირეულებისა და შოუ-რუმების ციფრულ სივრცეში გადანაცვლების გამო, ბრენდმა კოლექცია უცხოელ შემსყიდველებს ამ დრომდე ვერ წარუდგინა. 28 თებერვალი - 8 მარტის პერიოდში, პარიზში მიმდინარე 2023 წლის შემოდგომა-ზამთრის მოდის კვირეულის პარალელურად გამართულ შოურუმში, რექლესი უცხოეული მყიდველების დაინტერესებას შეეცდება. საერთაშორისო მნიშვნელობის შოურუმები, მოდის სამყაროში ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას წარმოადგენს. შოურუმებს ყოველწლიურად საშუალოდ 130 000 ზე მეტი პროფესიონალი შემსყიდველი და პრესის წარმომადგენელი სტუმრობს. რექლესს პარიზის შოურუმში წარადგენს „თიბისის“ ახალგაზრდული პლატფორმა "თიბისი“ ახალი თაობისთვის", რომელიც ბრენდის განვითარების ყველა საფეხურზე ახალგაზრდა დიზაინერების გვერდით დგას და ხელს უწყობს თაობაში ნიჭიერი და საინტერესო ადამიანების აღმოჩენასა და მათ ხელშეწყობას. შოურუმებში მონაწილეობას და ქართული მოდის ბრენდების საერთაშორისო გაყიდვების ხელშემწყობია "აწარმოე საქართველოში", რომლის პროექტის ფარგლებში, რექლესმა თანადაფინანსება მიიღო. პარიზის შემდეგ, „თიბისის“ მხარდაჭერით, რექლესი თავის ახალ კოლექციას მაისში, თბილისის მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე აჩვენებს.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)