06:26 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-23 13:29:07, 830 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ატაშეს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ატაშეს ქრისტინ მუმას შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე, მინისტრმა ოთარ შამუგიამ და აშშ-ის საელჩოს ატაშემ ქრისტინ მუმამ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრეს და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროგრამები განიხილეს.

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მრავალი წელია სტრატეგიული პარტნიორობა და თანამშრომლობა აკავშირებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. აშშ-ის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისთვის. ამ მხრივ ხაზგასასმელია ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისა (USDA) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქმიანობა, რისთვისაც მადლობას გიხდით“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე აშშ-ის საელჩოს ატაშემ ვაშინგტონში დაგეგმილ კლიმატის სამიტში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ოთარ შამუგია სამიტზე დასასწრებად აშშ-ში მიიწვია.

„კლიმატის ცვლილება დღეს გამოწვევაა მთელი მსოფლიოსათვის, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ახლო პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღოთ მონაწილეობა მაისში დაგეგმილ სამიტში“, - განაცხადა ქრისტინ მუმამ.

"აშშ-ის საელჩოს ატაშემ, შეხვედრაზე, USDA-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს აგრარული სექტორის განვითარებისათვის ახორციელებს არაერთ პროგრამას/პროექტს და მზადაა მეტი ჩართულობისა და არსებული მხარდაჭერის კიდევ უფრო გაფართოვებისათვის.

აშშ-ის საელჩოს ატაშე ქრისტინ მუმასთან შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და მოადგილე ნინო თანდილაშვილი, აშშ-ის საელჩოს ეკონომიკის განყოფილების ხელმძღვანელი ჯინ ფოსტერი და USDA-ის ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლები",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics