18:16 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-23 12:31:03, 1544 ნახვა

ომი უკრაინაში
„ტყვეობისა და წამების შედეგად - გული გაუჩერდა“ - „აზოვსტალის“ ცნობილი დამცველი, ოლეგ მუდრაკი გარდაიცვალა

„აზოვის“ პოლკის პირველი ბატალიონის მეთაური და „აზოვსტალის“ დამცველი, ოლეგ მუდრაკი გარდაცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია მუდრაკის ოჯახის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა ძმისშვილმა გაავრცელა.

ამასთან, როგორც მუდრაკის ცოლი, კატერინა პროკოპენკო Instagram-ზე წერს, „აზოვსტალის“ დამცველი გულის შეტევით გარდაიცვალა.

„გული გაუჩერდა. ტყვეობისა და წამების შედეგი. არ მინდა ვიფიქრო იმაზე, თუ რა მელის წინ, მაგრამ ჩვენ აუცილებლად ვიძიებთ შურს“,- წერს კატერინა პროკოპენკო

შეგახსენებთ, რომ ოლეგ მუდრაკმა რუსულ ტყვეობაში ექვსი თვე გაატარა. 2022 წლის მაისში ის „აზოვსტალის“ სხვა დამცველებთან ერთად რუსმა ოკუპანტებმა დაატყვევეს.


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics