02:46 - 05 Jul, 2026
|
2023-02-23 10:50:17, 997 ნახვა
მსოფლიო
ტაჯიკეთში, ჩინეთის საზღვართან ახლოს, 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ტაჯიკეთში, ჩინეთის საზღვართან ახლოს 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზია (CCTV) ქვეყნის მიწისძვრის ქსელების ცენტრზე (CENC) დაყრდნობით ავრცელებს. CENC-ის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები, ადგილობრივი დროით 08:37 საათზე, დედამიწის ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. მათივე ცნობით, ეპიცენტრი ჩინეთ-ტაჯიკეთის საზღვრიდან, დაახლოებით, 82 კილომეტრში, ტაჯიკეთის ტერიტორიაზე იყო და ჩინეთის დასავლეთ სინძიანის რეგიონის ზოგიერთ რაიონში, მათ შორის კაშგარსა და არტუქსშიც ძლიერად იგრძნობოდა. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)