06:35 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-22 22:55:26, 866 ნახვა

პოლიტიკა
შაჰინი - დემოკრატიულ ქვეყანაში ოპონენტები და ჟურნალისტები ციხეში არ უნდა ჩასვა

ვერ გექნება ქმედითი დემოკრატია, თუკი ადამიანები, რომლებიც მუშაობენ რეპორტიორებად, მუშაობენ მედიაში, შეიძლება მოხვდნენ ციხეში იმისთვის, რასაც გადასცემენ, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, მედიის თავისუფლება და ადამიანის უფლებები არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და წარმოადგენენ იმ პირობების ნაწილს, რომელთა მოგვარებასაც ევროკავშირი საქართველოს სთხოვს.

"დემოკრატიულ ქვეყანაში პრესის, მედიის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია. ვერ გექნება ქმედითი დემოკრატია, თუკი ადამიანები, რომლებიც მუშაობენ რეპორტიორებად, მუშაობენ მედიაში, შეიძლება მოხვდნენ ციხეში იმისთვის, რასაც გადასცემენ. ეს არის დემოკრტიის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი. მედიის თავისუფლება და ადამიანის უფლებები არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და წარმოადგენენ იმ პირობების ნაწილს, რომელთა მოგვარებასაც ევროკავშირი სთხოვს საქართველოს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებმა გაიაზრონ, რომ, თუკი დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრობ, ოპონენტები ციხეში არ უნდა ჩასვა და ჟურნალისტები ციხეში არ უნდა ჩასვა. უნდა დაიცვა კანონის უზენაესობა", - განაცხადა შაჰინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, არგენტინა დაამარცხა.
შსს-მ სიძის ძმის შემდეგ რუსების დაცვის მიზნით ქორწილში მომღერალიც დააკავა
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics