06:25 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-22 14:25:38, 720 ნახვა

საზოგადოება
ხაჭაპურიძე - ექიმებმა შემოგვაპარეს ინფორმაცია, რასაც თვეებია გავიძახით - სააკაშვილი მომაკვდავ მდგომარეობაშია

სააკაშვილი მომაკვდავ მდგომარეობაშია, ამის გადაბრალება პაციენტზე ეთიკის ნაკლებობა და ცინიზმის დემონსტრირებაა, - ასე ეხმაურება მესამე პრეზიდენტის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე კლინიკა "ვივამედის" ექიმების დღევანდელ განცხადებას.

როგორც ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელში წერს, ექიმებმა დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრეს იმაზე, რაზეც ექსპრეზიდენტის დაცვის მხარე ყურადღებას თვეების განმავლობაში ამახვილებს.

"ექიმთა ჯგუფმა შემოგვაპარა ინფორმაცია, რასაც ჩვენ თვეებია გავიძახით - მიხეილ სააკაშვილი არის მომაკვდავ მდგომარეობაში! ამის გადაბრალება პაციენტზე არის ეთიკის ნაკლებობა  და ცინიზმის დემონსტრირება. სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია!" - წერს ხაჭაპურიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, დღეს, 22 თებერვალს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა, თამარ დავარაშვილმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმებისკენ მიდის. დავარაშვილის თქმით, პაციენტი დასუსტებულია, არის მწოლიარე მდგომარეობაში, აქვს კიდურების ტკივილი, სხეულის წონა და მასის ინდექსი კი დაქვეითებულია. 

ბრიფინგზე ასევე ისაუბრა "ვივამედის" ენდოკრინოლოგმა და ნუტრიციოლოგმა სოფო მებუკემ, რომელმაც აღნიშნა, რომ პაციენტის ენერგეტიკული ბალანსი უარყოფით რეჟიმშია, რაც ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილი მისი ორგანიზმის ფუნქციონირებისა და წონის შენარჩუნებისთვის საჭირო კალორიების მესამედს ან მეოთხედს იღებს. ენდოკრინოლოგის აზრით, მადის დაქვეითების ფენომენს თავისუფლების იძულებით აღკვეთა განაპირობებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics