19:42 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-18 14:56:38, 2151 ნახვა

ომი უკრაინაში
თეთრი სახლი - პოლონეთში ვიზიტის დროს ჯო ბაიდენის უკრაინაში ჩასვლა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა არ იგეგმება

პოლონეთში ვიზიტის დროს ჯო ბაიდენის უკრაინაში ჩასვლა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა არ იგეგმება, - ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯო ბაიდენი ვარშავაში პრეზიდენტ ანჯეი დუდას და რეგიონის სხვა ლიდერებს შეხვდება.

მან დასძინა, რომ პრეზიდენტი ბაიდენი მადლობელია პოლონეთის პრეზიდენტის და პოლონელი ხალხის, რადგან მათ 3.8 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება უკრაინის დასახმარებლად გასცეს.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პოლონეთს ოფიციალური ვიზიტით 20 თებერვალს ეწვევა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics