|
2023-02-16 19:27:58, 750 ნახვა
პოლიტიკა
კალიურანდი - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და ღირსება
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ გაითვალისწინოს ეს ყველაფერი,რათა დაიცვას ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და ღირსება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარია კალიურანდმა "მთავარ არხთან" საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ევროპარლამენტს არაერთხელ გამოუთქვამს შეშფოთება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით, და არ არსებობს სურვილი, იმისა, რომ ეს საკითხი პოლიტიკური პოლარიზაციის გამომწვევი იყოს საქართველოს საზოგადოებაში. "ამ რეზოლუციას მხარს უჭერს ყველა პოლიტიკური პარტია, ამიტომ მიიღეს უდიდესი უმრავლესობით, თუმცა იყო ერთი შესწორება, რომელიც ეხებოდა ბატონ ივანიშვილს და რომელსაც მხარი ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა არ დაუჭირა. ზოგადად რეზოლუციაში ახალი არაფერია, ჩვენ რამდენჯერმე გამოგვითქვამს შეშფოთება ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გაუარესებულ მდგომარეობაზე, ჩვენ არ გვინდა, რომ ეს საკითხი პოლიტიკური პოლარიზაციის გამომწვევი იყოს საქართველოს საზოგადოებაში. ეს არის ჰუმანიტარული საკითხი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს პუნქტი, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ პატიმარი გადაყვანილ იქნას საზღვარგარეთ სამკურნალოდ, ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ გაითვალისწინოს ეს ყველაფერი,რათა დაიცვას ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა, სიცოცხლე, ღირსება და ა.შ", - განაცხადა კალიურანდმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)