21:14 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-16 17:20:10, 1947 ნახვა

ომი უკრაინაში
მოლდოვაში, უკრაინის საზღვარზე რაკეტის ნამსხვრევები აღმოაჩინეს - შსს

მოლდოვაში, უკრაინის საზღვარზე, საგუშაგო "ლარგასთან" რაკეტის ნამსხვრევები აღმოაჩინეს. აღნიშნილ ინფორმაციას მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ინფორმაციით, შესაბამისმა უწყებებმა ტერიტორიის დასაცავად სასწრაფო ზომები მიიღო.

ამასთან, როგორც მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, როდესაც უკრაინის დაბომბვის შედეგად რაკეტების ნარჩენები მათი ქვეყნის ტერიტორიაზე ვარდება. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მოლდოვამ ცის დახურვის გადაწყვეტილება "სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად" მიიღო, თუმცა მალევე გახსნა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics