21:20 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-15 17:25:16, 969 ნახვა

პოლიტიკა
სტოლტენბერგი - საქართველოს, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინას თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე შევთანხმდით

განვიხილეთ იმ პარტნიორებთან თანამშრომლობა, რომლებიც რისკის ქვეშ არიან, ბოსნია-ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვას ჩათვლით, შევთანხმდით საჭიროებებზე მორგებული დახმარების გაძლიერებაზე, რათა გავზარდოთ მათი თავდაცვისუნარიანობა და თავსებადობა ნატოს სტანდარტებთან, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთი წელი გადის და ეს არის ყველაზე დიდი კონფლიქტი მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, რაც მოწმობს იმას, რომ რუსეთი არ ემზადება მშვიდობისთვის.

"ერთი წელი გადის რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან. ეს არის ყველაზე დიდი კონფლიქტი მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ ნიშნებს, რომ რუსეთი ემზადებოდეს მშვიდობისთვის. ამის საპირისპიროდ, რუსეთი ახორციელებს ახალ შეტევებსა და თავდასხმებს. უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. უკრაინას აქვს შესაძლებლობების ფანჯარა. ჩვენ განვიხილეთ იმ პარტნიორებთან თანამშრომლობა, რომლებიც რისკის ქვეშ არიან, ბოსნია-ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვას ჩათვლით. ჩვენ შევთანხმდით საჭიროებებზე მორგებული დახმარების გაძლიერებაზე, რათა გავზარდოთ მათი თავდაცვისუნარიანობა, მდგრადობა და თავსებადობა ნატოს სტანდარტებთან“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics