|
2023-02-14 13:24:49, 943 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს რამდენიმე ქალაქში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები იმართება
საქართველოს რამდენიმე რეგიონში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები იმართება. ოპოზიციური პარტიის ლიდერები, აქტივისტები, მოქალაქეები ამჯერად ხაშურში, ფოთსა და ლაგოდეხში შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ექსპრეზიდენტის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანაა. შეგახსენებთ, რომ აქციების ქრონოლოგია, რომელიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით უკვე გაიმართა, ასეთია: მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები 13 თებერვალს თბილისში, "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან, 11 თებერვალს შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან, 10 თებერვალს, ქობულეთში, მარტვილში, სამტრედიაში, საგარეჯოსა და ასპინძაში, 9 თებერვალს კი, ხელვაჩაურში, ბორჯომში, სიღნაღსა და ზესტაფონში შეიკრიბნენ. უფრო ადრე, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" აქციები დედაქალაქში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან, მთავრობის ადმინისტრაციასა და იუსტიციის სამინისტროსთან გამართა. ენმ-მა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დააანონსა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ 6 თებერვალს მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)