11:26 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-14 12:34:04, 757 ნახვა

საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი - სააკაშვილი კი არა, საერთოდ ადამიანი არ მინახავს ასეთ მდგომარეობაში, სიკვდილის პირასაა

მე ასეთი არაფერი მინახავს - სააკაშვილი კი არა, საერთოდ ადამიანი არ მინახავს ასეთ მდგომარეობაში, სიკვდილის პირას არის ნამდვილად, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მმართველმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მეუფე ნიკოლოზმა კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილის ზიარების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებს  უთხრა, ექსპრეზიდენტი უცხოეთში სამკურნალოდ "სასწრაფოდ გასაშვებია".

"ვაზიარე და წამოვედი. მე ასეთი არაფერი მინახავს - სააკაშვილი კი არა, საერთოდ ადამიანი არ მინახავს ასეთ მდგომარეობაში. რაღაც ერთ ადგილს გაჩვენებთ, რომ მიხვდეთ - აი, ხელი რომ ჩავარდნილი აქვს ადამიანს, წარმოგიდგენიათ ეს რას ნიშნავს? ისეთი გამხდარია, განლევაა უკვე კუნთების. გავგიჟდი, ღრმული აქვს ხელზე. იწვა, ძლივს ლაპარაკობს. თვითონაც მითხრა, რომ მე ასე ცუდად არ ვყოფილვარო. მუცლის შიდა არეშიც აქვს ტკივილები დაწყებული, არ ვიცი. მოკლედ, ე.ი. სიკვდილის პირას არის ნამდვილად. შემიძლია დავიფიცო, ღვთის წინაშე ტყუილი არ მითქვამს და არც ვიტყვი არასდროს რაც არ უნდა მოხდეს, იმედი მაქვს. ტყუილს არ ვამბობ - ძალიან ცუდად არის. მკვლელობის განაჩენი არ აქვს გამოტანილი, სასწრაფოდ გასაშვებია უცხოეთში", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურა – 2015 წელს მომხდარი გიორგი კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე გახსნილია, ორ პირს ბრალდება წარედგინება
თიბისი კამპუსი – უფასო ონლაინ განათლება სტუდენტებისთვის
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების შემდეგ თეირანმა შეთანხმების მიღწევა მოითხოვა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვის ზღვაში ტანკერები დაბომბეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics