|
2023-02-13 18:54:41, 769 ნახვა
პოლიტიკა
ჩინეთის საგარეო - გასულ წელს აშშ-ს მაღალ სიმაღლეზე მფრენმა ბუშტებმა ჩინეთის საჰაერო სივრცე, უნებართვოდ სულ მცირე ათჯერ გადმოკვეთეს
გასულ წელს აშშ-ს მაღალ სიმაღლეზე მფრენმა ბუშტებმა ჩინეთის საჰაერო სივრცე, სულ მცირე, ათჯერ დაარღვიეს, - ასე გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ვანგ ვენბინი, აშშ-ს ბრალდებას, რომლის მიხედვითაც ჩინეთი სათვათვალო ბუშტებს მთელი მსოლფიოს მასშტაბით მართავს. მისივე თქმით, შეერთებულმა შტატებმა პირველ რიგში უნდა იფიქროს საკუთარ თავზე და შეცვალოს კურსი, იქამდე სანამ სხვას წაუყენებს ბრალს, რაც თავისმხრივ დაპირისპირებას გამოიწვევს. ჩინეთმა გადამეტებულ რეაქციაში დაადანაშაულა შეერთებული შტატები, ვინაიდან მათი განმარტებით აშშ-ს მიერ ჩამოგდებული ჩინეთის საჰაერო ბუშტი იყო მეტეოროლოგიური კვლევისთვის შექმნილი უპილოტო საჰაერო ხომალდი. "აშშ-ს ბუშტებისთვის ჩვეული რამაა სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცეში შესვლა. გასულ წელს აშშ-ს მაღალი სიმაღლის ბუშტები ჩინეთის საჰაერო სივრცეში 10-ზე მეტჯერ შემოვიდნენ, ჩინეთის მთავრობის თანხმობის გარეშე". – განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების სპიკერმა. ვაშინგტონში, ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ადრიენ უოტსონმა განაცხადა, რომ ნებისმიერი მტკიცება იმის შესახებ, რომ აშშ-ს მთავრობა ახორციელებს და ანლაგებს სათვალთვალო ბუშტებს ჩინეთის თავზე, მცდარია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)