|
2023-02-13 18:20:37, 768 ნახვა
პოლიტიკა
საფრანგეთის პრეზიდენტმა საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოვა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის საელჩო ავრცელებს. საფრანგეთის საელჩოს განცახდებაში ნათქვამია, რომ ღირსების ორდენი ნინო ლომჯარიას იმ მნიშვნელოვანი როლისთვის გადაეცემა, რომელიც მან ქართული დემოკრატიის ინსტიტუსთვის შეასრულა. "დღეს, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ქალბატონი შერაზ გასრი, შეხვდა საქართველოს ყოფილ სახალხო დამცველს, ქალბატონ ნინო ლომჯარიას, რათა მისთვის ეცნობებინა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ბ-ნმა მაკრონმა იგი ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოვა. ეს ჯილდო ქ-ნ ლომჯარიას გადაეცემა მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელიც მან ქართული დემოკრატიის ამ ერთ-ერთი საყრდენი ინსტიტუციის სათავეში შეასრულა. გულწრფელად ვულოცავთ მას", - ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)