12:33 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-12 12:46:41, 947 ნახვა

საზოგადოება
ალასანია - პირწმინდად გაათენა მედპერსონალმა - სააკაშვილს სახსრების გაუსაძლისი ტკივილი აქვს

პირწმინდად გაათენა მედპერსონალმა და პაციენტმა - სახსრების გაუსაძლისი ტკივილი აქვს, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ალასანიამ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, ექსპრეზიდენტს ტემპერატურა ისევ აქვს.

"ოქტომბრის შემდეგ, ბევრად უარესად გახდა იმიტომ, რომ ბევრად პროგრესირებადია ეს ყველაფერი, ეს დიაგნოზები, რომლებიც იყო ჩამოთვლილი და ძალიან ბევრია დიაგნოზი და რაც მთავარია, ინტოქსიკაცია - ეს პროგრესირებს. პირწმინდად გაათენა მედპერსონალმა და თვითონ, რა თქმა უნდა, პაციენტმა. სახსრების გაუსაძლისი ტკივილი აქვს. ფაქტობრივად, კუნთები აღარ აქვს ადამიანს, კუნთები ილევა და ეს იწვევს ამ ტკივილს. ტემპერატურაც აქვს. ეს არის ადამიანი, რომელმაც ააშენა თანამედროვე სახელმწიფო და რომელსაც აღფრთოვანებით შეჰყურებდა ძალიან ბევრი სახელმწიფო, ბევრმა გადაიღო ის, რაც ჩვენთან ხდებოდა. ასე რომ, არ არის გასაკვირი ასეთი ყურადღება. ფაქტობრივად, ეს იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც პატიოსანი არჩევნებით აირჩა", - განაცხადა ალასანიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics