|
2023-02-10 22:01:51, 988 ნახვა
პოლიტიკა
ჩალაძე - ევროკავშირის 27 ქვეყნის პირველი პირი საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის თავისუფლების საკითხის გადაწყვეტას სთხოვს
ევროკავშირის 27 ქვეყნის პირველი პირი პირდაპირ სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლების საკითხი გადაწყდეს რაც შეიძლება მოკლე დროში და მიეცეს პოლონეთში გადაყვანის საშუალება, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების კომიტეტის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩალაძემ "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ევროპელი პარტინორები ხაზს უსვამენ, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირთან ეჭვქვეშ დააყენებს. "ევროკავშირის 27 ქვეყნის პირველი პირი ცალსახად, პირდაპირ სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლების საკითხი გადაწყდეს რაც შეიძლება მოკლე დროში და მიეცეს პოლონეთში გადაყვანის საშუალება. ეს არის პირდაპირ, ხაზგასმით მოთხოვნა ქვეყნისადმი და ისინი უსმევენ აქცენტს ერთ საკითხს, საქართველოს პრეზიდენტის სიკვდილი გამოიწვევს ეჭვქვეშ დაყენებას საქართველოს ურთიერთობების აშშ-სთან, ევროკავშირთან და ევროპულ ჩვენს პარტნიორებთან . მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორების ჩვენი დიპლომატების ძალას წინ ვერ დაუდგება ერთი რუსული ქვეყნის საფრთხეები, რომელიც სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის თანამოქალაქეების, ქართული ოცნების წარმომადგენლების პირიდან ჟღერს.", - ამბობს ჩალაძე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)