18:23 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-09 16:32:01, 1614 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მომსახურების დაფინანსება დაიწყო

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, მიმდინარე წელს, პირველად დაიწყო ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მომსახურების დაფინანსება. სერვისი “მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების” პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, ბენეფიციარებს წარმოადგენენ ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების მქონე მოქალაქეები.

პროგრამის მიზანია, პაციენტებისათვის შესაბამისი სტაციონარული სამედიცინო სერვისების მიწოდება, ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ჯანმრთელობის ზიანის შემცირება და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა.

პროგრამის მიმდინარეობის პროცესს, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე “ბათუმის სამედიცინო ცენტრში - BMS” გაეცნო.

“მოსახლეობის მომართვიანობისა და სპეციალისტების რეკომენდაციით, მიმდინარე წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მომსახურების დაფინანსება. ამ ეტაპზე პროგრამით უკვე ისარგებლა ათმა ბენეფიციარმა.  სამი პაციენტი მკურნალობის კურსს ამჟამად გადის. პროგრამა წლის ბოლომდე გაგრძელდება და წარმოადგენს სახელმწიფო პროგრამის ანალოგს აჭარაში“ - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ, მარი ზანაქიძემ.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, პაციენტებს სტაციონარული მკურნალობა უფინანსდებათ სრულად. პროგრამა ვაუჩერული მეთოდით ხორციელდება. ასევე, პაციენტს აქვს სამედიცინო დაწესებულების თავისუფალი არჩევანის უფლება. მოსარგებლე ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის, ერთი წლის განმავლობაში უწყვეტად უნდა იყოს რეგისტრირებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე.









ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics