|
2023-02-07 14:25:57, 1111 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - „ნაცმოძრაობა“ და „ოცნება“ შეთანხმებულად მოქმედებს და ქვეყნის ევროპულ მომავალს ხელს უშლის
თქვენ ხართ ორი პოლიტიკური ძალა -,,ნაციონალური მოძრაობა" და „ქართული ოცნება", რომლებიც დღეს ერთად შეთანხმებულად მოქმედებთ და ხელს უშლით ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს, - ამის შესახებ ფრაქცია „ლელოს" წევრმა,სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი მდგომარეობაც სერიოზულ დაბრკოლებაა. "„ქართულ ოცნებას" მოვუწოდებდით, რომ, სწორედ, მიშელის შეთანხმება იყო დეპოლარიზაციის გზა. ამ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა „ნაციონალურმა მოძრაობამ" და შემდეგ „ქართულმა ოცნებამ" გადააგდო სანაგვეზე. თქვენ ხართ ორი პოლიტიკური ძალა -,,ნაციონალური მოძრაობა" და „ქართული ოცნება", რომლებიც დღეს ერთად შეთანხმებულად მოქმედებთ და ხელს უშლით ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს. ამ ყველაფერში შეიძლება ირონიული ის არის, რომ „ნაციონალური მოძრაობის" დამფუძნებლის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი მდგომარეობაც, დამატებით ყველა სხვა პრობლემასთან, გვევლინება ძალიან სერიოზულ დაბრკოლებად ამ ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად არავის გამოუქვეყნებია, მათ შორის, არც ევროკავშირს ანგარიში, რაც შეეხება ჩვენთვის წაყენებული 12 პუნქტის შესრულების თაობაზე. ასეთი ანგარიში ბუნებაში არ არსებობს იმიტომ, რომ არავის დაუწერია. 12 პირობა, რომელიც ჩვენ წაგვიყენეს შეეხება, ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის და კანონის უზენაესობის საკითხებს და არა იმ ანგარიშს, რომელიც გამოაქვეყნა ევროკომისიამ, თუ რა პროცენტით არის გადმოტანილი ჩვენს კანონმდებლობაში ევროკავშირის რეგულაციები და მათი კანონმდებლობა. ამ თვალსაზრისით, მართლაც, პროგრესი გვაქვს, ოღონდ არავინ დააფუძნებს საკუთარ გადაწყვეტილებას ამ ანგარიშზე ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მოცემის დროს", - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)