|
2023-02-02 14:46:24, 760 ნახვა
პოლიტიკა
ბექა დავითულიანი - ზელენსკიმ უნდა იცოდეს, რომ სააკაშვილი მსჯავრდებულია საქართველოს კუთვნილი 9 მლნ-ს მითვისებაში
ბატონმა ზელენსკიმ უნდა იცოდეს, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი 9 მილიონის მითვისება-გაფლანგვაში, საქართველოს მოქალაქის მკვლელების წინასწარი განზრახვით შეწყალებაში და საქართველოს პარლამენტის წევრის სასიკვდილოდ ცემის ორგანიზებასა და დავალებაში - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, თუ ზელენსკი ზრუნავს თავის მოქალაქეზე, ჩვენ ჩვენს მართლმსაჯულებასა და მოქალაქეებზე ვზრუნავთ. "ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს, როგორც უკრაინის მოქალაქეზე და მასზე წუხს, როგორც უკრაინის მოქალაქეზე. ბატონმა ზელენსკიმ უნდა იცოდეს, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდადებულია საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი 9 მილიონის მითვისება-გაფლანგვაში, საქართველოს მოქალაქის მკვლელების წინასწარი განზრახვით შეწყალებაში და საქართველოს პარლამენტის წევრის სასიკვდილოდ ცემის ორგანიზებასა და დავალებაში. შესაბამისად, თუ ის ზრუნავს თავის მოქალაქეზე და წუხს, ჩვენ ჩვენს მართლმსაჯულებასა და მოქალაქეებზე ვზრუნავთ და ამის უფლება გვაქვს. არ უნდა დაავიწყდეს ბატონ ზელენსკის, რომ [სააკაშვილი] უკრაინიდან საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთაში პირდაპირ არის ბრალდებული და თავადაც ამას ვერ უარყოფს, გადმოკვეთა უკრაინიდან საქართველოს საზღვარი კანონდარღვევით, შესაბამისად საქართველოს მართლმსაჯულება სრულდება ისე, როგორც ამას მოითხოვს ქართული კანონმდებლობა და ჩვენ ჯერ ჩვენს თავს და სახელმწიფოს ვცემთ პატივს და მერე სხვა ქვეყნებს და მათ მმართველებს“ - განაცხადა ბექა დავითულიანმა.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)