17:49 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-01 12:24:13, 867 ნახვა

საზოგადოება
ალასანია სააკაშვილზე - პალატაშია, არ ვიცი რატომ არ გადაიყვანეს, ადამიანს აქვს შავი ფერი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში ისევ არ გადაუყვანიათ. 

როგორც გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ექსპრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, რომ დღევანდელ სასამართლო სხდომას დაესწროს, თუმცა უცნობია, მისცემს თუ არა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას.

"ისევ არის პალატაში, არ ვიცი რატომ არ გადაიყვანეს. მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ვიცი, რომ ადამიანს აქვს შავი ფერი აბსოლუტურად, ჩავარდნილი ყველაფერი. საწამლავი ისევ აქვს ორგანიზმში, ნევროლოგიური მდგომარეობა ისევ იგივეა. 

პროცესი იწყება, აპირებს ჩართვას, თუ მისცა ჯანმრთელობის მდგომარეობამ საშუალება, ყოველ შემთხვევაში თვითონ განწყობილია, რომ ჩაერთოს",- განაცხადა ალასანიამ. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი ჩალაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს რეანიმაციაში გადასაყვანად ამზადებდნენ. მისივე თქმით, ექსპრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარზეა. 

აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა კლინიკა "ვივამედის" დირექტორმა, ნინო ნადირაძემ. მისი თქმით, ექსპრეზიდენტი რეანიმაციაში არ გადაუყვანიათ და ისევ "ვივამედის" პალატაში იმყოფება.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics