18:54 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-27 17:24:37, 1137 ნახვა

საზოგადოება
კასპის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

კასპის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

დღეს შეხვედრები სოფელ მეტეხის ადმინისტრაციული ერთეულის 3 სოფელში მეტეხში, ბარნაბიანთკარში და სადგურ მეტეხის დასახლებაში ჩატარდა.

საკონსულტაციო შეხვედრებს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე,  მერის პირველი მოადგილე დავით ქისიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და ადმინისტრაციულ ერთეულში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ტატანაშვილი ესწრებოდნენ.

დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით პრიორიტეტი სადგურ მეტეხის დასახლებაში სოფლის სასაფლაოს შემოღობვას, სოფელ ბარნაბიანთკარში საბავშვო სივრცის და სოფელ მეტეხში გარეგანათების სისტემის მოწყობას მიანიჭეს.

მოსახლეობასთან შეხვედრები კასპის მუნიციპალიტეტში თებერვალში დასრულდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics