06:53 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-26 19:01:32, 1282 ნახვა

ომი უკრაინაში
ბრიტანეთის თავდაცვა - ვიმედოვნებთ, რომ Challenger 2 ტანკები უკრაინაში მარტის ბოლომდე ჩავა

დიდი ბრიტანეთი იმედოვნებს, რომ Challenger 2 ტიპის ტანკები, რომლებსაც ის უკრაინას აწვდის, ქვეყანაში მარტის ბოლომდე ჩავა, - ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტის მინისტრმა, ალექს ჩალკმა განაცხადა.

მისივე თქმით, მარტის ბოლომდე უკრაინელი სამხედროები ინტენსიურად გაივლიან ტრენინგებს მანქანების ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების საკითხებში.

"განზრახვა არის, რომ ეს მარტის ბოლომდე მოხდეს", - განუცხადა მან პარლამენტს კითხვის საპასუხოდ, თუ როდის ჩავიდოდა ტანკები უკრაინაში.

შეგახსენებთ, ბრიტანეთმა განაცხადა, რომ უკრაინას გაუგზავნის Challenger ტიპის 14 მთავარ საბრძოლო ტანკს და დამატებით საარტილერიო მხარდაჭერას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics