21:51 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-23 17:11:41, 1420 ნახვა

ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი - ტურიზმს კიდევ საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს იმისთვის, რომ 2023 წელს ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარების მიმართულებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყოს

ტურიზმს კიდევ საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს იმისთვის, რომ 2023 წელს ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარების მიმართულებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყოს, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მან განაცხადა, 2022 წელს ტურიზმის ნაწილში აღდგენის პროცესი საკმაოდ ძლიერი იყო.

„ჩვენი მოლოდინი გამართლდა. გასულ წელს ტურიზმის აღდგენა საკმაოდ ძლიერი იყო, მიღებულმა შემოსავალმა 3.5 მლრდ დოლარს გადააჭარბა. შემოსავლების ეს მოცულობა 2019 წლის პანდემიამდელ მაჩვენებელს აჭარბებს, რომელიც საქართველოსთვის თავის მხრივ რეკორდული იყო. ტურიზმის ნაწილში აღდგენის პროცესი საკმაოდ ძლიერია. თუმცა, ასევე, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ რაოდენობრივ ნაწილში ტურისტების რაოდენობის მხრივ, ჯერ კიდევ არ არის დაბრუნებული ტურიზმის მაჩვენებელი იმ რაოდენობას, რა რაოდენობაც პანდემიამდელ პერიოდში იყო.

დაახლოებით, 70%-ის ფარგლებშია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ტურიზმს კიდევ საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს, რომ 2023 წელს ტურიზმი საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარების მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყოს. მიმდინარე და მომდევნო წელს ტურიზმის მიმართულებით ქვეყანას, დაახლოებით, 30-40%-იანი ზრდის შესაძლებლობა აქვს. ასევე, პოზიტიურია სტატისტიკა ექსპორტის მიმართულებით, რომელიც გასულ წელს 30%-ზე მეტით გაიზარდა და მნიშვნელოვანი წილი შეიტანა ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics