|
2023-01-21 18:40:37, 1024 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ჩვენ ვემზადებით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ცვლილებებისთვის, რომ საბოლო ჯამში დავამარცხოთ რუსი ოლიგარქი
ჩვენ ვემზადებით ნაციონალურ მოძრაობაში ცვლილებებისთვის. იმისთვის, რომ საბოლო ჯამში დავამარცხოთ რუსი ოლიგარქი, - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა. მისივე თქმით, პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს დიდი ხანია საღათას ძილით სძინავს და არ არის ჩართული აქტივობებში, მაგრამ არ უკვირს, ვინაიდან, მისი თქმით, მელია არც 2022 წელს გამოირჩევოდა აქტიურობით, არც პარტიის გაძლიერებაზე ფიქრობდა და არც მოქმედებაზე. მან დასძინა, რომ 63 რაიონიდან 50-ზე მეტი მხარს არ უჭერს მელიას. "წალენჯიხაში ვხვდებით ადგილობრივებს, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლებს, იმ ადამიანებს, ვისზეც დგას ნაციონალური მოძრაობა წალენჯიხაში, ასევე შევხვდი მერს, ვისთან ერთადაც დავათვალიერეთ ინფრასტრუქტურული პროექტები...ჩვენ ვემზადებით ნაციონალურ მოძრაობაში ცვლილებებისთვის. იმისთვის, რომ საბოლო ჯამში დავამარცხოთ რუსი ოლიგარქი. პარტიის ჯერ კიდევ მოქმედ თავმჯდომარეს, დიდი ხანია საღათას ძილით სძინავს. ამიტომ, ის რომ არ აქტიურობს, მე არ მიკვირს. ის არც 2022 წელს ხვდებოდა ამომრჩეველს, არც პარტიის გაძლიერებაზე ფიქრობდა, არც მოქმედებაზე. 63 რაიონიდან 50-ზე მეტი მას მხარს არ უჭერს", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)