|
2023-01-20 18:16:06, 829 ნახვა
პოლიტიკა
გახარია ლავროვის განცხადებაზე - რუსეთი საქართველოს უკრაინის მიმართ პოზიციისთვის აჯილდოებს
რუსეთი აჯილდოებს საქართველოს უკრაინის მიმართ მისი პოზიციისთვის, - ასე გამოეხმაურა პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას მისივე თქმით, ფაქტი, რომ სერგეი ლავროვი საქართველოსთან დიპლომატიურ კავშირებს განიხილავს, ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წასვლა და ქართველი ხალხის არჩევანის ღალატი. “რუსეთი აჯილდოებს საქართველოს უკრაინის მიმართ მისი პოზიციისთვის და ივანიშვილის დეპუტატების განცხადებების შემდეგ, რომ ევროკავშირი და NATO აღარ არის პანაცეა, განიხილავს საქართველოსთან ყველა სახის ურთიერთობის აღდგენას, მათ შორის დიპლომატიური კავშირების. ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ხალხის ისტორიული არჩევანის ღალატი”, - განაცხადა გახარიამ. შეგახსენებთ, სერგეი ლავროვმა 18 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო ავიამიმოსვლა და დიპლომატიური კავშირები მალე აღდგება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)