|
2023-01-20 15:56:22, 852 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი - საქართველოს, მის პრემიერ-მინისტრს რეალურად შეუძლია მშვიდობის დამყარების კუთხით ძალიან დიდი როლის შესრულება
„საქართველოს რეალურად შეუძლია ფასილიტატორის ფუნქციის შესრულება და მშვიდობის დამყარების კუთხით ძალიან დიდი როლი გააჩნია საქართველოს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, რაზეც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ისაუბრა," - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის შეფასებისას, ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ მსოფლიოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ბიზნეს წრეებისწარმომადგენლების გარდა, საქართველოს დელეგაცია წამყვან პოლიტიკურ ლიდერებს შეხვდა. „დავოსის ფორუმის ძალიან სერიოზულ ნაწილს პოლიტიკური შეხვედრები წარმოადგენს და აქაც, ვფიქრობ, განსაკუთრებით დიდი იყო საქართველოს მიმართ დაინტერესება და ეს ყველა მონაწილის მიერ აღინიშნა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ძალიან საინტერესო პანელური დისკუსია კოლეგებთან, რეგიონის ლიდერებთან, პრეზიდენტ ალიევთან და ასევე ევროკავშირის წარმომადგენლებთან, სადაც ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელობას," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)