|
2023-01-19 13:43:09, 1136 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ენმ-ში ერთი რაც აკლიათ არის ის, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ ერთმანეთს, თორემ არაფერს აკლებენ
ხედავთ, რა ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში" - როგორი დაპირისპირება მიდის, ერთი რაც აკლიათ, არის ის, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ ერთმანეთს, თორემ არაფერს არ აკლებენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც კალაძემ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, შექმნილი ვითარების ფონზე, შეუძლებელია ოპოზიციურმა პარტიამ "ერთსულოვნება" შეინარჩუნოს. "ჩვენ ვაკვირდებით და ყველაფერი სააშკარაოზეა. ხედავთ, რა ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში" - როგორი დაპირისპირება მიდის, ერთი რაც აკლიათ, არის ის, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ ერთმანეთს, თორემ არაფერს არ აკლებენ. დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. იცით, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მელია გააძევონ თანამდებობიდან და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ამის შემდეგ უკვე გაირკვევა, თუ რა მოხდება "ნაციონალურ მოძრაობაში", თუმცა ცხადია, რომ ასეთი დაპირისპირების ფონზე, შეუძლებელია, შენარჩუნებული იყოს ერთსულოვნება", - განაცხადა თბილისის მერმა. ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება. პარტიის არჩევნებში, რომელშიც მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, კენჭს ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე იყრიან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)