|
2023-01-19 09:44:38, 1082 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - მოლდოვა სანქციებს არ უერთდება, არავის უთქვამს, რომ ამის გამო მოლდოვის ხელისუფლება არის პრორუსული
თქვენს ეთერში ერთხელ ვისაუბრე მოლდოვასთან დაკავშირებით და შევადარე მოლდოვა საქართველოს. მოლდოვას მისცეს კანდიდატის სტატუსი და საერთოდ არსად არ მიდის საუბარი იმაზე, რომ მოლდოვამ მეტი უნდა გააკეთოს უკრაინისთვის და ა.შ. - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ,,იმედი LIVE’’ ეთერში განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მოლდოვას განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია უკრაინის მხარდასაჭერად, მაგრამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მაინც მიიღო. მისი თქმით, საქართველოს მიმართ, არის სხვა ინტერესი, რაც მოლდოვის და ბელარუსის მიმართ არ არსებობს. "მესიჯი იყო, რომ საკმარისს არ ვაკეთებთ უკრაინისთვის, ამ დროს, მოლდოვა არც სანქციებს უერთდება, არც სხვა განსაკუთრებულ ზომას იღებს და დსთ-ს წევრად რჩება. არავის არ უთქვამს, რომ ამის გამო მოლდოვის ხელისუფლება არის პრორუსული და ა.შ. არსად რეზოლუცია არ მიუღიათ მოლდოვასთან დაკავშირებით, არც ერთ ევროპარლამენტარს ასეთი რამ არ უთქვამს და პირიქით, კანდიდატის სტატუსი მისცეს. ანუ მთავარი რა არის, რომ საქართველოს მიმართ არსებობს რაღაც განსაკუთრებული ინტერესი, რაც არ არსებობს მოლდოვის მიმართ, ბელორუსის მიმართ. ეს ერთადერთი ინტერესი არის, სწორედ მეორე ფრონტი. ამას ჩვენ არ ვამბობთ ზოგადი ლოგიკის საფუძველზე. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვამბობთ ინფორმაციის საფუძველზე, უბრალოდ, რა თქმა უნდა, გვიჭირს ბოლომდე კარტების გახსნა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)