11:37 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-18 22:55:35, 1608 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ტირანია უსწრებს დემოკრატიას, რუსეთს ომის დასაწყებად ერთ წამზე ნაკლები დასჭირდა

ტირანია უსწრებს დემოკრატიას. რუსეთს ომის დასაწყებად ერთ წამზე ნაკლები დასჭირდა,დრო, რომელსაც თავისუფალი სამყარო იყენებს ფიქრისთვის, ტერორისტული სახელმწიფო მკვლელობისთვის იყენებს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ  მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, მსოფლიომ უფრო სწრაფად უნდა იმოქმედოს, ვიდრე რუსეთი თავის ახალ ნაბიჯს გადადგამს.

„დრო, რომელსაც თავისუფალი სამყარო იყენებს ფიქრისთვის, ტერორისტული სახელმწიფო მკვლელობისთვის იყენებს. უკრაინა და მისი მოკავშირეები მას თითქმის ერთი წელია წინააღმდეგობას უწევენ. ამ პერიოდში დადასტურდა, რომ ჩვენმა ყველა სწრაფმა ქმედებამ დადებითი შედეგი მოიტანა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებამ უნდა აჯობოს რუსეთის მომდევნო სარაკეტო თავდასხმებს... უკრაინაში უსაფრთხოებისა და მშვიდობის აღდგენა უნდა აღემატებოდეს რუსეთის თავდასხმებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics