13:45 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-18 21:41:49, 820 ნახვა

პოლიტიკა
იუკნევიჩიენე - საქართველოს ევროპული გზა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ქვეყანაში მართლმსაჯულების გამო

საქართველოს ევროპული გზა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ქვეყანაში პოლიტიზებული მართლმსაჯულების გამო, - ასე გამოეხმაურა  ევროპარლამენტარი იუკნევიჩიენე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.

მისივე თქმით, იმედს იტოვებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეიწყალებს “მთავარი არხის” აღმასრულებელ დირექტორს, ნიკა გვარამიას.

“სრულიად ვეთანხმები პრეზიდენტ ზურაბიშვილს. ამიტომ, იმედი მაქვს, პრეზიდენტი შეიწყალებს ნიკა გვარამიას - ჟურნალისტს და "მთავარი არხის" აღმასრულებელ დირექტორს. ამის შესახებ წერილი პრეზიდენტს ევროპარლამენტარებმა უკვე გასულ ნოემბერს გაუგზავნეს. საქართველო ევროპაა, თუმცა საქართველოს ევროპული გზა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ქვეყანაში პოლიტიზებული მართლმსაჯულების გამო”, - განაცხადა იუკნევიჩიენემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს არ აქვს ფუფუნება მეორედ მიიღოს უარი კანდიდატის სტატუსზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
ჯგუფური ძალადობა გარდაბანში - ორმა პირმა თანასოფლელი სცემა
რეჟიმმა Facebook-ზე პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics