13:45 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-18 17:36:17, 3340 ნახვა

პოლიტიკა
იონათამიშვილი ლავროვის განცხადებაზე - დავაკვირდებით ვინ ეცდება განავრცოს და სიუჟეტები მიუძღვნას „ალტ ინფოს“ წამოწეულ თემას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვისთვის "ალტ ინფოს“ მიერ დასმულ კითხვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საინტერესო იქნება ვის რა რეაქცია ექნება და ვინ განავრცობს აქ ამ საკითხს. 

„ჩვენი საზოგადოებისთვის ნაკლებად საინტერესოა, ან რა კითხვას დასვამს მოსკოვში „ალტ ინფოს“ წარმომადგენელი, ან რა პასუხს გასცემს მას ამ კითხვაზე ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაგრამ ძალიან საინტერესო იქნება და ჩვენც ყურადღებით დავაკვირდებით ვინ როგორ გამოიყენებს და განავრცობს ამ თემას, როგორც კითხვის დასმას ასევე მასზე პასუხის გაცემას და რა ხანგრძლივობის სიუჟეტებს მიუძღვნიან ამას",- ამბობს დეპუტატი. 

მისივე თქმით, გამოვლინდება ვინ არიან საქართველოს მიმართ წარმოებული ჰიბრიდული ომის მოკავშირეები. 

„ვფიქრობ, რომ ესეც ერთგვარი ლუსტრაცია იქნება იმის, რომ ძალიან ხშირად ხდება, როდესაც ჰიბრიდული ომის სხვადასხვა ტექნოლოგიებს საქართველოს წინააღმდეგ სინქრონულად იყენებენ ხოლმე ერთის მხრივ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები და მერე რადიკალური ოპოზიცია და ნაციონალური მოძრაობა“ - განაცხადა იონათამიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
ჯგუფური ძალადობა გარდაბანში - ორმა პირმა თანასოფლელი სცემა
რეჟიმმა Facebook-ზე პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics