13:46 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-17 22:55:10, 1232 ნახვა

პოლიტიკა
2023 წლის 1 იანვრიდან, პროკურატურის თანამშრომლებს ხელფასი 10%-ით გაეზარდათ

2023 წლის 1 იანვრიდან, ისევე როგორც სხვა საჯარო სექტორში დასაქმებულებს, პროკურატურის თანამშრომლებსაც ხელფასი 10%-ით გაეზარდათ. ასევე, „პროკურატურის შესახებ"ორგანული კანონის თანახმად, პროკურატურის გამომძიებლები და პროკურორები 2023 წლის 1 იანვრიდან წელთა ნამსახურობის დანამატს მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„პროკურატურის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 81-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის შრომის ანაზღაურება თანამდებობრივ სარგოსთან ერთად შესაძლოა მოიცავდეს წელთა ნამსახურობის დანამატს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი. ორგანული კანონის მითითებული ნორმის თანახმად გათვალისწინებული წელთა ნამსახურობის დანამატი, განსხვავებით ყველა სამართალდამცავი ორგანოსგან, პროკურატურის სისტემაში ამ დრომდე არ მოქმედებდა.

2023 წლის იანვრიდან საპროკურორო და საგამომძიებლო უფლებამოსილების განმახორციელებელ თანამშრომლებზე წელთა ნამსახურობის დანამატი 3-დან 10 წლამდე ნამსახურობის შემთხვევაში თანამდებობრივი სარგოს - 5%,-ით, 10-დან 20 წლამდე - 10%-ით, ხოლო 20 წელზე მეტი ნამსახურობისას - 15%-ით განისაზღვრა.

პროკურატურის სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად, კვალიფიციური და პროფესიონალი კადრების შესანარჩუნებლად, თანამშრომელთა მოტივაციის და სისტემის ეფექტიანობის გასაზრდელად, მნიშვნელოვანია პროკურორების სოციალური პირობების გაუმჯობესება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
ჯგუფური ძალადობა გარდაბანში - ორმა პირმა თანასოფლელი სცემა
რეჟიმმა Facebook-ზე პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics