|
2023-01-17 16:18:11, 1352 ნახვა
პოლიტიკა
რუსული მედია - ФСБ-ს ოფიცრებმა საქართველოს საზღვარზე უკრაინის ჯაშუში დააკავეს
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ФСБ-ს ოფიცრებმა საქართველოს საზღვარზე, ზემო-ლარსის გამშვებ პუნქტთან დსთ-ის ერთ-ერთ ქვეყნის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ბრალად უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობა ედება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათი ცნობით, დაკავებული პირი 28 წლისაა, თუმცა გამოცემა არ აკონკრეტებს თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეა დაკავებული ან რომელი ქვეყნის საზღვრის გადაკვეთისას დააკავეს იგი. „ჩრდილოეთ ოსეთ-ალანიაში რუსეთის ФСБ -ის მიერ განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოების ფარგლებში გამოვლინდა ჯაშუშობაში ჩართული დსთ-ს ერთ-ერთი ქვეყნის 28 წლის მოქალაქის უკანონო ქმედება“, - ნათქვამია განცხადებაში. მათივე ცნობით, დაკავებულის მობილურ ტელეფონში აღმოჩენილი იქნა მიმოწერა, რომლის თანახმადაც, დაკავებული ფოტოებს და ვიდეოებს უღებდა რუსულ სამხედრო ტექნიკას და ინფორმაციას უკრაინულ მხარეს აწვდიდა. „ამ უკანასკნელმა მიაწოდა მობილურ მოწყობილობაში შენახული კორესპონდენცია, რომლის შინაარსიდან გამომდინარეობდა, რომ მან უკრაინულ მხარეს გადასცა ინფორმაცია რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკის ადგილმდებარეობის შესახებ“,- ვკითხულობთ განცხადებაში. დაკავებულის წინააღმდეგ საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით (ჯაშუშობა) აღიძრა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)