|
2023-01-16 23:14:19, 1050 ნახვა
პოლიტიკა
ოლექსიი გონჩარენკომ პრეზიდენტის ოფისის მრჩეველის, ოლექსი არესტოვიჩის თანამდებობიდან გათავისუფლებისთვის, ხელმომწერების შეგროვება დაიწყო
რადას დეპუტატმა ოლექსიი გონჩარენკომ ხელმომწერების შეგროვება დაიწყო პრეზიდენტის ოფისის მრჩეველის, ოლექსი არესტოვიჩის თანამდებობიდან გათავისუფლებისთვის, დნეპრის დაბომბვის შესახებ მისი განცხადებების შემდეგ. მისივე თქმით, მთავრობამ უნდა მიიღოს ზომები, რომლის მიხედვითაც, არესტოვიჩი უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოფიციალურად განაცხადოს, რომ "არესტოვიჩის ფანტაზიები სამხედრო თემებზე" მხოლოდ მისი პირადი აზრია. ასევე გონჩარენკომ გაუგზავნა მიმართვა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, სადაც სთხოვა გადაემოწმებინა არესტოვიჩის განცხადებები, რაც პასუხობს სახელმწიფო ღალატის კრიტერიუმებს. „რა უნდა გააკეთოს მთავრობამ? 1. არესტოვიჩი უნდა წავიდეს. 2. ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, რომ სამხედრო თემატიკაზე არესტოვიჩის ფანტაზიებს არაფერი აქვს საერთო პრეზიდენტის ოფისის პოზიციასთან. 3. ასევე გაიგზავნა დეპუტატების მიმართვა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისადმი, რადგან არესტოვიჩის მოგონილი ამბები დნიპროში ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემიდან სახლის დანგრევის შესახებ არის ის, რაც პასუხობს სახელმწიფო ღალატის კრიტერიუმებს“, - განაცხადა გონჩარენკომ. შეგახსენებთ, დნიპროში რუსული ავიაციის მიერ საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად ბოლო მონაცემებით, 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)