|
2023-01-15 12:35:51, 1130 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - კატეგორიულად ვგმობ სასტიკ თავდასხმას დნეპრის საცხოვრებელ შენობაზე - ეს სამართლის ყველა ნორმის დარღვევაა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ქალაქ დნეპრის საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელებულ თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც ზურაბიშვილი წერს, მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ძალადობის მიუღებელი გამოვლენა საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევაა. “კატეგორიულად ვგმობ სასტიკ თავდასხმას საცხოვრებელ შენობაზე დნეპრში, უკრაინა. მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ძალადობის მიუღებელი გამოვლენა, რაც საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევაა.ჩვენ ვდგავართ მათ გვერდით, ვინც დაკარგა საყვარელი ადამიანები დნეპრსა და მთელ უკრაინაში”, - წერს სალომე ზურაბიშვილი. ცნობისთვის, გუშინ, 14 იანვარს რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო იერიში განახორციელა. ამავე დროს, დნეპრში, რუსმა ოკუპანტებმა მაღალსართულიანი კორპუსი დაბომბეს, რომელშიც დაახლოებით 1700 ადამიანი ცხოვრობდა. ბოლო მონაცემებით, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა 18 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, დაშავებულია 73 ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)