|
2023-01-14 16:37:17, 1364 ნახვა
პოლიტიკა
გოშევსკა სააკაშვილს - „ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ თქვენთან ვართ!“
საქართველოს ხელისუფლებას ჩვენ მოვუწოდეთ, რომ მიხეილ სააკაშვილს სასწრაფოდ მიეცეს საშუალება, მიიღოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მკურნალობა,-ამის შესახებ პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერმა, მალგოჟატა გოშევსკამ განაცხადა. მისი თქმით, სეინნა ასევე მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოს მეგობრებს, სოლიდარობისა და პრინციპული მოქმედებისთვის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად. "მიღებულ დოკუმენტში გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება მისი ჯანმრთელობის სწრაფად გაუარესებისა და სამედიცინო რეკომენდაციების იგნორირების გამო, რაც მოითხოვს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, რაც საქართველოში შეუძლებელია შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებების არარსებობის გამო. პოლონეთის რესპუბლიკის სეიმმა მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას ჰუმანიტარიზმის უნივერსალური პრინციპები, რომლის მიხედვითაც ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უმაღლესი ღირებულებაა. ჩვენ მოვუწოდეთ, რომ მიხეილ სააკაშვილს სასწრაფოდ მიეცეს საშუალება, მიიღოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მკურნალობა. ჩვენ, ასევე, მოვუწოდეთ საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოს მეგობრებს, სოლიდარობისა და პრინციპული მოქმედებისთვის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად. ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ თქვენთან ვართ!",- წერს გოშევსკა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)