|
2023-01-13 23:48:08, 1268 ნახვა
პოლიტიკა
სარჯველაძე - გამორიცხულია, ვინმემ ახსნას რა შეიძლება იყოს პარალელი სააკაშვილის და მაგნიტსკის საქმეს შორის
რომელიმე სიასთან დაკავშირებით საუბარი და პარალელების ძებნა სრული ნონსენსია. არავითარი წინაპირობა არ არსებობს იმის სათქმელად, რომ სააკაშვილის შემთხვევის მაგნიტსკის საქმესთან მსგავსება შეიძლება იქნას აღმოჩენილი. ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისივე თქმით, გამორიცხულია, ვინმემ ობიექტური კრიტერიუმით ახსნას, რა მსგავსება შეიძლება იყოს მიხეილ სააკაშვილსა და მაგნიტსკის საქმეს შორის თუ არა პიარული სვლა. მან დასძინა, რომ მაგნიტსკის ნეგატიური ფაქტორის მოშველიებით დისკრედიტაციის მცდელობასთან გვაქვს საქმე. „რომელიმე სიასთან დაკავშირებით საუბარი და პარალელების ძებნა სრული ნონსენსია. არავითარი წინაპირობა არ არსებობს იმის სათქმელად, რომ სააკაშვილის შემთხვევის მაგნიტსკის საქმესთან მსგავსება შეიძლება იქნას აღმოჩენილი. გამორიცხულია, ვინმემ ობიექტური კრიტერიუმით ახსნას, რა შეიძლება იყოს პარალელი. ეს სხვა არაფერია, თუ არა პიარული სვლა. სიაზე საუბრის წამოწყებით და მაგნიტსკის ნეგატიური ფაქტორის მოშველიებით დისკრედიტაციის მცდელობასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)