|
2023-01-13 19:44:45, 1241 ნახვა
პოლიტიკა
კულება - უკრაინა სწრაფად უნდა გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი
„უკრაინა უკვე არის უსაფრთხოების დე ფაქტო დონორი ალიანსისთვის. ჩვენ ვიცავთ ევროატლანტიკურ სივრცეს და ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა ვხდებით.", - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინა ევროატლანტიკური საზოგადოების განუყოფელი და მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც მნიშვნელოვნად აძლიერებს ნატოს კოლექტიურ შესაძლებლობებსა და ალიანსის თავდაცვით შესაძლებლობებს, აქედან გამომდინარე უკრაინა სწრაფად უნდა გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი, რაც უკრაინას და ალიანსის სხვა წევრებს ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის. „უკრაინა უკვე არის უსაფრთხოების დე ფაქტო დონორი ალიანსისთვის. ჩვენ ვიცავთ ევროატლანტიკურ სივრცეს და ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა ვხდებით. ძნელი წარმოსადგენია ევროატლანტიკური უსაფრთხოების ეფექტური დაცვა უკრაინის გარეშე, მისი სამხედრო პოტენციალის, ძლიერი და გამოცდილი არმიის გარეშე. დარწმუნებულნი ვართ, რომ აუცილებელია რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს იმის ფორმალიზება, რაც უკვე დიდი ხანია ფაქტი გახდა: უკრაინა ევროატლანტიკური საზოგადოების განუყოფელი და მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც მნიშვნელოვნად აძლიერებს ნატოს კოლექტიურ შესაძლებლობებსა და ალიანსის თავდაცვით შესაძლებლობებს. ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანება უკრაინასა და ალიანსის წევრ სახელმწიფოებს ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის“, - განაცხადა კულებამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)