14:18 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-13 11:15:03, 2231 ნახვა

ომი უკრაინაში
რეზნიკოვი - უკრაინა გახდა ნატო-ს წევრი დე ფაქტო, მაგრამ არა დე იურე

უკრაინა გახდა ნატოს წევრი დე ფაქტო, მაგრამ არა დე იურე,- ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსეი რეზნიკოვმა BBC-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი სიტყვები ორაზროვანად შეიძლება ჩაითვალოს არა მხოლოდ რუსეთში, არამედ თავად ნატოშიც - ვინაიდან ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს არ სურს ომის მონაწილედ ჩაითვალოს.

"უკრაინა, როგორც ქვეყანა და უკრაინის შეიარაღებული ძალები ნატოს წევრები გახდნენ - დე ფაქტო, მაგრამ არა დე იურე. იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს იარაღი და გვესმის, როგორ გამოვიყენოთ ისინი, დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ჩვენ გავხდებით ნატოს დე იურე წევრები",- განაცხადა რეზნიკოვმა.

რეზნიკოვმა ასევე გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინა დასავლეთიდან მიიღებს ტანკებს, თვითმფრინავებს და შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს. 

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთის ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე დაიწყო დამოკიდებულების შეცვლა კიევისთვის იარაღის მიწოდების მიმართ.

აღსანიშნავია, რომ თავად ნატო ამტკიცებს, რომ ის არ იღებს მონაწილეობას კონფლიქტში და იარაღის მიწოდებას უკრაინაში მხოლოდ თავდაცვის ალიანსის ცალკეული წევრები ახორციელებენ.

ამავე დროს, ნატოს წარმომადგენლებმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს და მკაცრად დაგმეს რუსეთის ქმედებები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics