17:03 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-10 23:46:57, 1799 ნახვა

ომი უკრაინაში
ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 16000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრის შედეგად უკრაინაში 16000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Ukrinform ავრცელებს.

გარდა ამისა,უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ დეოკოპირებულ ტერიტორიაზე 21 მასობრივი საფლავი აღმოაჩინა, საიდანაც 1033 მშვიდობიანი მოქალაქისა და ჯარისკაცის ცხედარი ამოიღეს.

ეროვნული პოლიციის ცნობით , დაღუპულთა ყველაზე მეტი რაოდენობა დაფიქსირდა დონეცკის ოლქში - 4746 ადამიანი, ხარკოვის ოლქში - 3784, მიკოლაევის ოლქში - 2207, კიევის ოლქში - 2072, ჩერნიგოვის ოლქში - 899, ლუგანსკის ოლქში - 815, ხერსონის ოლქში - 686, სუმის ოლქში - 341, ჟიტომირში - 283, ზაპორიჟიაში - 66.

"2022 წელს რუსეთის ფედერაციის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად დაიღუპა 16502 ადამიანი. ეროვნულმა პოლიციამ აღმოაჩინა 21 მასობრივი საფლავი დეოკუპირებულ ტერიტორიებზე, საიდანაც ამოღებულია 1033 მშვიდობიანი მოქალაქისა და ჯარისკაცის ცხედარი", - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics