|
2023-01-10 16:30:46, 1137 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის ხომალდმა, რომელიც აღჭურვილია ჰიპერბგერითი რაკეტებით, ნორვეგიის ზღვაში წვრთნები ჩაატარა
რუსეთის ერთ-ერთმა ყველაზე თანამედროვე ხომალდმა, რომელიც აღჭურვილია მოწინავე ჰიპერბგერითი რაკეტებით, ნორვეგიის ზღვაში წვრთნები ჩაატარა. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. უწყების ცნობით, ფრეგატმა „ადმირალ გორშკოვმა“ ჩაატარა საჰაერო თავდაცვის წვრთნები, საჰაერო დარტყმების მოგერიების პრაქტიკა ზღვაზე რთულ ამინდის პირობებში. ეკიპაჟი ასევე ვარჯიშობდა გემზე მანევრირებას, სამიზნე დანიშნულების მონაცემების გადაცემასა და მიღებას და ბორტზე იარაღის განლაგებას. გასულ ოთხშაბათს, ხომალდი ჩრდილოეთ რუსეთის პორტიდან მას შემდეგ დაიძრა, რაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გემის მეთაურს და თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს ვიდეო ბმულით ესაუბრა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო TASS. პუტინი იკვეხნიდა, რომ გემს გადაჰქონდა ცირკონის ჰიპერბგერითი რაკეტები, შორი დისტანციური იარაღი, რომლებიც ხუთჯერ აღემატება ხმის სიჩქარეს და უფრო რთულია მათი აღმოჩენა და ჩაჭრა. იმ დროს უკრაინის კონფლიქტი კონკრეტულად TASS-ის ანგარიშში არ იყო ნახსენები. შეიძლება თუ არა ცირკონის რაკეტის განლაგება ამ ომში, გაურკვეველია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)